ვებიზის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა ისრაელის ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დაასაქმონ და მართონ დეველოპერები სომხეთიდან და საქართველოდან
კომპანია ვებიზმა, რომელმაც ასობით დეველოპერი გადაამზადა და დაასაქმა სომხეთსა და საქართველოში, ისრაელის კომპანიებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა შეიმუშავა, რათა ეფექტურად მოხდეს არსებული ვაკანტური პოზიციებისთვის შესაფერისი კანდიდატების შერჩევა გაუმჯობესებული ფილტრაციის ალგორითმებისა და შესაბამისობის მექანიზმების გამოყენებით.
ახალი პლატფორმა, www.webiz.com, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით, ანალიზს უკეთებს კანდიდატის მახასიათებლების, უნარებისა და პრეფერენციებს და საზღვრავს თუ რამდენადაა ეს ყოველივე კლიენტი კომპანიების მოთხოვნებთან თანხვედრაში. თითოეული დეველოპერი დეტალურად ავსებს პერსონალურ პროფილს, რომელიც მოიცავს მათ პროფესიულ სერთიფიკატებს, გამოცდილებას, ცოდნას, უნარებს, სასურველ სამუშაო სფეროებს, სახელფასო მოლოდინებს, სამუშაოს სასურველ მოდელს (სრული განაკვეთი, ნახევარი განაკვეთი, საათობრივ და ა.შ.). კომპანიები ასევე არეგისტრირებენ საკუთარ პროფილს და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფილტრაციის მექანიზმებს, რომლებიც არჩევენ მათ შესაფერის კანდიდატებს მაღალი დონის სიზუსტით. პლატფორმის საშუალებით, შესაფერისი კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან ვიდეო ინტერვიუებზე, რაც კანდიდატებსა და კომპანიებს შორის მუდმივი კომუნიკაციის იდეალური შესაძლებლობაა.
ვებიზის გუნდმა, მაღალტექნოლოგიური პროფესიების დაუფლების მიზნით, შეიმუშავა სასწავლო გეგმა ისრაელის წამყვანი სასწავლო ინსტიტუტების სილაბუსების საფუძველზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომლის წარჩინებული სტუდენტებიც ჩვენს აკადემიაში ექვს თვიან კურსს გადიან სხვადასხვა მიმართულებებით, როგორებიცაა: პროგრამირება, React, Node js, DevOps, QA და UI/UX, სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ კი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.
ვებიზის ოფისი, თბილისის ცენტრში, თანამედროვე ხუთსართულიან შენობაშია განთავსებული.დღეისათვის კომპანიამ გადაამზადა და დაასაქმა 200-ზე მეტი დეველოპერი, რომლებიც ისრაელის 25 კომპანიაში დასაქმდნენ, მათ შორისაა Kaltura და 888 Holdings. კომპანია 2022 წლის განმავლობაში კიდევ 200 დეველოპერების დასაქმებას გეგმავს, მომდევნო წლებში კი საერთო რიცხვი 1000-ს გაუტოლდება. ვებიზმა სულ ცოტა ხნის წინ გააფართოვა თავისი საოპერაციო არეალი და სომხეთის ბაზარზეც დაიფუძნა თავი, სადაც კომპანია ასობით დეველოპერს გადაამზადებს და დაასაქმებს საქართველოში გამოყენებული მოდელის საფუძველზე.
ეიალ ბარ ოზი, ვებიზის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „კანდიდატების ძიების, ფილტრაციისა და დასაქმების მანუალური პროცესები დროში საკმაოდ ჭიანურდება, მიღებული შედეგი კი, როგორც წესი, საკმარისად ზუსტი არ არის და არ შეესაბამება მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის დინამიურ ტემპს. ჩვენს მიერ შექმნილი პორტალი აღნიშნულ პროცესებს დაახლოებით 80%-ით ააჩქარებს. აღნიშნული შესაძლებლობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კადრებს შორეულ ქვეყნებში, სადაც ისინი არ იცნობენ ადგილობრივ ტალანტებს“.
ვებიზის დამფუძნებელი დასძენს, „ამ ეტაპზე პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 500 დეველოპერი, რომლებიც ვერიფიცირებული არიან ჩვენი ადამიანური რესურსების სპეციალისტების მიერ, უახლოეს თვეებში კი ეს რიცხვი კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება. ჩვენ ვაშენებთ მოდელს, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს დაასაქმონ ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატები მათ პროექტებში და თვალი ადევნონ აღნიშნულ პროცესში არსებულ თითოეულ ეტაპს მაქსიმალური გამჭვირვალობით.“
კადრების გადამზადების აქტივობები საქართველოსა და სომხეთში ვებიზის ბიზნეს მოდელის მხოლოდ ერთი საფეხურია, რომელიც რეალურად ბევრად უფრო მასშტაბურია და კომპანიის დამფუძნებლების ფართო ანტრეპრენერულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თანამედროვე სტარტაპებისთვის, ვებიზი უზრუნველყოფს აუთსორსინგ სერვისებს მათი ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, რაც მოიცავს: პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, პროდუქტის დაგეგმვას, პროექტის მართვას, მარკეტინგსა და ბიზნესის განვითარებას. ვებიზი ახალგაზრდა სტარტაპებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ კომპანიის რესურსები აღნიშნულ ბიზნესებში შესაბამისი პროცენტული წილის სანაცვლოდ. აღნიშნული მოდელის მიხედვით, ვებიზს ამჟამად ისრაელის 7 სტარტაპში აქვს ინვესტიცია გაკეთებული.
ვებიზ აკადემიის კურსები სრულიად უფასოა ვებიზის თანამშრომლებისთვის, ასევე შრომითი ხელშეკრულებით ვებიზი გუნდის წევრებს უნაწილებს მოგების 25%-ს, რომელიც სტარტაპის გაყიდვის ან გაცემის შემთხვევაში მიიღება. ყოველივე ეს აძლიერებს ვებიზის გუნდის წევრების კმაყოფილების დონესა და ლოიალობას, რაც განაპირობებს ჩვენი გუნდის ყოველდღიურად მიღწეულ მზარდ შედეგებს.
გაეცანით ჩვენს პლატფორმას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასაქმების სფეროს სრულიად ახალ ეპოქაში. შემოგვიერთდით დღეს და ნახეთ, რამდენად სწრაფად და მარტივად შეიძლება დაუკავშირდეთ წამყვან დეველოპერებს საქართველოდან და სომხეთიდან!