წესები & პირობები

1. პრეამბულა: წინამდებარე ვებ-გვერდის academy.webiz.com (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს „ვებიზ“ (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.
წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხ) საათში.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

1.2. სერვისების გამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

2. საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
წინამდებარე მუხლში მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

2.1 მომხმარებელთა მიერ განთავსებული მასალა: მომხმარებლის მიერ კომპანიის სოციალური მედიის გვერდზე ნებისმიერი ვიზუალური ან/და ტექსტუალური ან/და სხვა მასალის კომენტარში ან/და სხვა სახით საჯაროდ გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული მასალაზე საავტორო უფლებების დაცვაზე. კომპანია არ აგებს პასუხს, მომხმარებელთა მიერ გაზიარებული ინფორმაციის საავტორო უფლებების დაცვაზე, თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ მოხდა მომხმარებელთა მიერ განთავსებული მასალის უნებართვო გავრცელება, გადამუშავება ან/და საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა.

3. პერსონალური მონაცემები: მომხმარებელი ვალდებულია საიტზე რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ კომპანიისათვის მიწოდებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და დამუშავებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება სარეკლამო ან/და კომპანიის მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც წინამდებარე წესებისა და პირობების დადასტურებით აცხადებთ თანხმობას. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე ან/და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

4. კონფიდენციალურობა: საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და არ გადასცეს მესამე პირებს შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე.

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

6. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად.